March 28, 2024

ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა

ცნო­ბი­ლია, ტე­რო­რის­ტთა წრე­ებ­ში რო­გორ მომ­წიფ­და 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის იდეა.

 

პა­კის­ტა­ნელ­მა ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე მრა­ვა­ლი სის­ხლი­ა­ნი აქ­ცი­აა, "ალ ქა­ი­დას" მე­თა­ურ ბინ ლა­დენს 1996 წელს ავ­ღა­ნეთ­ში ჩა­ა­კი­თხა და შეს­თა­ვა­ზა ათი თვითმფრი­ნა­ვის ერ­თდრო­უ­ლად გა­ტა­ცე­ბა და აშშ-ში ცნო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის და­ჯა­ხე­ბა.

 

 

ბინ ლა­დენ­მა ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­იჩ­ნია და და­ი­წუ­ნა, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა და მო­ჰა­მე­დი ყან­და­ღარ­ში მი­იწ­ვია ამ გეგ­მის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ვერ­სი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. სწო­რედ ამ­გვა­რად და­ი­გეგ­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი...

 

 

ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მე­დი
 
 
სა­ნამ ტე­რო­რის­ტი გახ­დე­ბო­და, “წინა ცხოვ­რე­ბა­ში” ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა აშშ-ში ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ცა­თამ­ჯე­ნე­ბის­თვის შე­ჯა­ხე­ბის იდეა სწო­რედ 1945 წლის ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა...
 

1945 წლის 28 ივ­ლისს დი­ლის 9 სა­ათ­სა და 40 წუთ­ზე, სქელ ნისლში, ბომბდამ­შე­ნი B-25 “მიტ­ჩე­ლი” ნიუ-იორ­კის ცა­თამბჯენ "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინგს" და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და 78-ე და მე-80 სარ­თუ­ლებს შო­რის, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი საბ­ჭოს ოფი­სე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ავა­რი­ის შე­დე­გად შე­ნო­ბა­ში გაჩ­ნდა 5,5X6,1 მეტ­რი ზო­მის ხვრე­ლი. შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მთლი­ა­ნო­ბა შე­ჯა­ხე­ბას არ და­ურ­ღვე­ვია, თუმ­ცა და­ი­ღუ­პა 14 ადა­მი­ა­ნი - ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 11 შე­ნო­ბა­ში მყო­ფი.

 

 

 

 

ერთ-ერ­თმა ძრა­ვამ გამ­ჭო­ლად გა­ი­ა­რა ცა­თამბჯენ­ში, გახ­ვრი­ტა მო­პირ­და­პი­რე კე­დე­ლი, იფ­რი­ნა კი­დევ 270 მეტ­რი და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ცა, სა­დაც ცე­ცხლში გა­ნად­გურ­და პენ­ტჰა­უს­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია. მე­ო­რე ძრა­ვა და შა­სის ნა­წი­ლი ლიფ­ტის შახ­ტში ჩაც­ვივ­და. წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი 40 წუთ­ში ჩა­აქ­რეს - ეს ერ­თა­დერ­თი ხან­ძა­რია ასეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც მო­ხერ­ხდა.

 

 

 

 

პი­ლოტ უი­ლი­ამ სმი­თის ნეშ­ტი მხო­ლოდ ორი დღის შემ­დეგ იპო­ვეს ლიფ­ტის შახ­ტის ფსკერ­ზე. შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გი" მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს გა­იხ­სნა.

 

 

სხვა­თა შო­რის, 1960-იან წლებ­ში, როცა პრო­ექტდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი, ამ ინ­ცი­დენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­ხი­ლეს სცე­ნა­რი, თუ ერთ-ერთ შე­ნო­ბას შემ­თხვე­ვით ბო­ინ­გი-707 შე­ე­ჯა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, 2001 წელს ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი ბო­ინგ-767-მა იმ­სხვერ­პლა...

 

 

 

 

P.S. ცა­თამბჯენ­ზე კი­დევ ერთი შე­ჯა­ხე­ბა 2006 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 18:42 სა­ათ­ზე მოხ­და - ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტე­ნის უბან ზემო ისტ-სა­იდ­ში ერ­თძ­რა­ვი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი თვითმფრი­ნა­ვი (Cirrus SR20) მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის (Belaire) ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს შე­ე­ჯა­ხა.

 

 

მრა­ვალ­ბი­ნი­ან ცა­თამბჯენს პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი 2006 წელ­საც და­ე­ჯა­ხა

 

 

და­ი­ღუ­პა ეკი­პა­ჟის ორი­ვე წევ­რი და კი­დევ 21 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. რამ­დე­ნი­მე ბი­ნა­ში წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი ორ სა­ათ­ში ჩა­აქ­რეს. მი­ზე­ზი პი­ლო­ტის შეც­დო­მა გახ­და, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ვერ და­ად­გი­ნა, ვინ იჯდა სა­ჭეს­თან - თვითმფრი­ნა­ვის მფლო­ბე­ლი, “ნიუ-იორკ იან­კი­ზის” ფეხ­ბურ­თე­ლი კორი ლიდ­ლი თუ მისი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვი-ინ­სტრუქ­ტო­რი ტა­ი­ლერ სტენ­ჯე­რი...

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1207 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.