ამიერიდან Instagram-ზე ლაიქები უხილავი გახდება
სანამ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ლაიქს დააგროვებს ინსტაგრამზე და ახალ რეკორდს მოხსნის, მანამდე ინსტაგრამის გუნდი იმაზე მუშაობდა, რომ ლაიქები მთლიანად "გამქრალიყო".
ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დააანონსეს.
ეს ცვლილება უკვე გამოსცადეს რამდენიმე ქვეყანაში: კანადაში, ბრაზილიასა და იაპონიაში. სულ ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ამ კვირის ბოლომდე ახალი ცვლილება აშშ-სთან ერთად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამოქმედდება.
მიუხედავად ამისა, ახალი ფუნქცია ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია, ამიტომაც ის ჯერ ყველა მომხმარებლის აპლიკაციაში არ გამოჩნდება. თუ თქვენ მოხვდებით ამ სატესტო რეჟიმში, მაშინ ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებასაც მიიღებთ.
ახალი ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ ინსტაგრამზე მოწონების ფუნქცია მთლიანად ქრება: კვლავ შეგვიძლია მოვიწონოთ ერთმანეთის პოსტები, უბრალოდ ლაიქების რაოდენობის ნახვა მხოლოდ პოსტის ავტორს შეეძლება და ის სხვებთან არ გამოჩნდება.
კომპანიამ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოციალური ქსელის მოხმარების მიზნების გასაუმჯობესებლად გადადგა: მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილზე ლაიქების რაოდენობა დიდ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე. ამიტომაც ინსტაგრამს სურს, რომ მათი პლატფორმა მეტად ჯანსაღი სივრცე გახდეს და პოპულარობის მოპოვების მცდელობის ნაცვლად ადამიანებმა დრო ერთმანეთთან ურთიერთობას დაუთმონ.
როგორც ცნობილია, მსგავსი ცვლილებების განხორციელებას ფეისბუქიც გეგმავს.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი