ამ გვერდის ამობედვა

ჩინეთში სპილოები სოფელში შეიპარნენ, ღვინო დალიეს და მთვრალებს ჩაეძინათ

სანამ ადამიანები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში არიან და სოციალურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ, ცხოველები მშვენივრად ატარებენ დროს.

ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში 14 სპილო შეიპარა. ისინი საჭმელს და სიმინდს ეძებდნენ. საბოლოოდ კი 30 ლიტრი სიმინდის ღვინო დალიეს და კარგადაც მოილხინეს.

 

სიმთვრალის ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია ხომ მეგობრებზე ჩახუტება და სიყვარულის უსაზღვრო ოდენობით გამოხატვაა, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ზუსტად ეს ხდება ამ ფოტოზე.

 

მოვლენები კი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო — ღვინის ქურდებმა იქვე ჩაის პლანტაციებში გადაინაცვლეს და გემრიელად ჩაეძინათ.

რა ენაღვლებათ? იმედია მეორე დღეს ნაბახუსევზე არ გაიღვიძეს.

 

https://on.ge/

წაკითხვა 1009 ჯერ