რომელია 10 ყველაზე ძვირადღირებული ხილი მსოფლიოში

ადრე ადამიანები მხოლოდ იმ ხილს მიირთმევდნენ, რომელიც საკუთარ ეზოში, დასახლებაში ან ქვეყანაში იზრდებოდა.

ახლა კი შესაძლებელია, რომ ნებისმიერი დასახელების ხილი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოხვდეს თქვენს მაგიდაზე. 


გთავაზობთ, მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებულ ხილს:





10 - ბუდას ფორმის მსხალი - ერთი ცალი 9 დოლარი

მსხალი დააპატენტა ჩინელმა ფერმერმა. მსხალი სპეციალურ დამზადებულ ფორმაში იზრდება, ვიდრე ის სასურველ ზომას არ მიაღწევს. წლების განმავლობაში ფერმერმა მსხლის გაყიდვის მოცულობა საკმაო ტემპით გაზარდა და დღეს მას კარგი შემოსავლით უზრუნველყოფს.





9 - ვაშლი Sekai Ichi - ერთი ცალი 12 დოლარი

 

სახელწოდება Sekai Ichi ითარგმნება, როგორც "საუკეთესო მსოფლიოში". ვაშლის ეს სახეობა პირველად იაპონიაში 1974 წელს გამოჩნდა. ფერით და გემური თვისებებით ეს ვაშლი სხვა სახეობებისგან ფაქტობრივად, არ განსხვავდება, მაგრამ მისი ფორმა და წონა კი ნამდვილად განსაკუთრებულია. ერთი ცალი ვაშლი 800 გრამს იწონის.

 




8 - ციტრუსი Dekopon - 6 ცალი 80 დოლარი


ციტრუსი Dekopon - ეს არის მანდარინის და ფორთოხლის კომბინაცია. პირველად ასეთი პროდუქტი მიიღეს 1972 წელს. ის მსოფლიოში ყველაზე გემრიელ და ტკბილ ციტრუსად ითვლება.

 

 



7 - მარწყვი Sembikiya Queen - 12 ცალი 85 დოლარი


თითოეულ მარწყვს ინდივიდუალურად აგროვებენ, ის გამოირჩევა იდეალური ფორმით და ფერით. მარწყვი იყიდება სპეციალურად შეფუთული, სადაც მხოლოდ ხილის 12 ნაყოფია და რომელიც, 85 დოლარი ღირს.

 




6 - კვადრატული საზამთრო - ერთი ცალი 800 დოლარი


იაპონიას შეუძლია მარტო ძვირადღირებული ვაშლით კი არა, კვადრატული საზამთროთიც იამაყოს. ასეთი ფორმის საზამთროს გამოყვანის იდეა კი იაპონიაში 2014 წელს გაჩნდა. კვადრატული ფორმა საზამთროს განსაკუთრებულ ფორმაში მოთავსებით მიიღება. აღსანიშნავია, რომ ყველა საზამთრო დაახლოებით 6 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

 




5 - ანანასი დაკარგული ბაღიდან - ერთი ცალი 1 500 დოლარი


ეს ძვირადღირებული ანანასი იზრდება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბოტანიკურ ბაღში. მათი გაშენება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ანანასი დიდი ხნის განმავლობაში იზრდება და მათ მრავალჯერ გადანერგვა სჭირდებათ. ბოლო ყველაზე ძვირად ეს ხილი 15 000 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ანანასის ერთადერთი სახეობა, რომელიც ევროპის კონტინენტზე მოდის.

 


4 - მანგო Taiyo no Tamago - 2 ცალი 3 ათასი დოლარი


ეს არის იშვიათი ტიპის მანგო, რომელსაც აქვს ტკბილი გემო და მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მანგოს ეს სახეობა ყოველწლიურად აუქციონებზე იყიდება. წყვილ მანგოში, ჯერჯერობით, ყველაზე ძვირი 3 ათასი დოლარი გადაიხადეს.

 




3 - ყურძენი Ruby Roman - ერთი მტევანი 8 400 დოლარი


იაპონია კიდევ ერთი უჩვეულო ხილის სამშობლოა. ეს არის ყურძენი Ruby Roman, რომლის ღირებულება 8 400 დოლარს აღწევს. ყურძნის ეს სახეობა იაპონიაში 2008 წლიდან მოჰყავთ. ის არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი. ყურძნის მარცვლები პინგ-პონგის ბურთის სისქისაა.

 




2 - საზამთრო Densuke - ერთი ცალი 6 100 დოლარი


საზამთრო Densuke იაპონიაში მოდის. ის დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილზე იზრდება, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე და წელიწადში მხოლოდ 11 000 ცალი მოჰყავთ. ამ ჯიშის საზამთროს ერთი ნაყოფი 11 კილოგრამს იწონის და თითოეული მათგანი 6 100 დოლარი ღირს.

 


 

1 - ნესვი Yubari - 2 ცალი 30 000 დოლარი


ისევ იაპონია და ისევ კუნძული ჰოკაიდო, თუმცა ამჯერად არა საზამთრო, არამედ ნესვი. Yubari ნესვის ორი ყველაზე ტკბილი სახეობის შეჯვარების ნაყოფია. ამ ძვირფას ხილზე ხელი მხოლოდ მოსახლეობის მცირე, ყველაზე შეძლებულ ფენას მიუწვდება, ის 30 000 დოლარი ღირს.

 

https://www.allnews.ge/

წაკითხვა 1536 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.