როგორ შევაგროვოთ ფული?

ფულის დაგროვება საკმაოდ წინდახედული და კომფორტული ნაბიჯია იმისთვის, რომ თავი აარიდოთ კრიზისულ მომენტებს და გამოუვალ სიტუაციებს, აირიდოთ თავიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი და შეძლოთ ზედმეტი დანაკარგების გარეშე იმ ნივთის შეძენა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს, ერთად აღებული კი ამ მომენტისთვის არ გაქვთ. ფულის შეგროვება საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის კრედიტის დაგროვილ პროცენტებს და მიანიჭოთ საკუთარ თავს უზრუნეველი ცხოვრების ბედნიერება. თუ როგორ უნდა დააგროვოთ ფული, ამის შესახებ აღნიშნულ ინსტრუქციაში გიამბობთ.

საფეხურები

  1. განსაზღვრეთ რაზე შეგიძლიათ გასწიოთ ეკონომია



    იმისთვის, რომ ფული დააგროვოთ, ნათლად უნდა წარმოიდგინოთ, რაზე მიდის თქვენი გამომუშავებული ფული. განსაზღვრეთ, რაზე შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება და რაზე არა. შეადგინეთ აუცილებელი ხარჯების სია. სხვა ხარჯები დაიყვანეთ მინიმუმამდე.
  2. გადადეთ სისტემატიურად



    მნიშვნრლოვანია, რომ დასაგროვებლად ფული გადადოთ სისტემატიურად. უმტკივნეულოდ შეგიძლიათ თქვენი შემოსავლის10-15% გადადება დასაგროვებლად. იმისთვის კი, რომ ფული სწრაფად შეაგროვოთ, 2-3-ჯერ მეტის გადადება მოგიწევთ ( შემოსავლის 30%).
  3. არ შეეხოთ ფულს



    არავითარ შემთხვევაში არ მოკიდოთ ხელი თანხას, რომელიც გადადებული გაქვთ ძვირადღირებული ნივთის საყიდლად ან შავი დღისთვის. ყველაზე კარგი იქნება, თუ ბანკში ანაბარს გახსნით და დასაგროვებელ ფულს მასში შეიტანთ.
  4. იპოვეთ დამატებითი სამსახური



    თუ არსებული შემოსავალი არ გაძლევთ ფულის დაგროვების საშუალებას, შეეცადეთ დამატებითი შემოსავალი გამოძებნოთ. შეგიძლიათ სახლიდან შეასრულოთ გარკვეული სამუშაო და ამით მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.
  5. უარი თქვით ფუფუნებაზე



    ფულის დაგროვება თქვენგან ფუფუნების საგნებზე უარის თქმას მოითხოვს, რათა მომავლისთვის თავს მეტის უფლება მისცეთ. თქვენ იზღუდავთ თავს დღეს, მაგრამ ღებულობთ მეტს ხვალ.  წყარო: rogor.ge
წაკითხვა 1652 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.