მესენჯერის ახალი ფუნქციით გაგზავნილი მესიჯების უკან დაბრუნება შეგეძლებათ

სულ მალე, მესენჯერის ახალი ფუნქციის წყალობით, გაფრენილი სიტყვების მობრუნება შეუძლებელი აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ათი წუთის განმავლობაში მაინც.

 

აღნიშნული ფუნქცია iOS-ის ფლატფორმაზე არსებული Messenger-ის აპლიკაციის ახალ ვერსიაშია დაანონსებული. შემთხვევით გაგზავილი მესიჯების წაშლა ათი წუთის განმავლობაში შეგეძლებათ, რაც არც ისე დიდი დროა, თუ გავიხსენებთ, რომ ფეისბუქი Whatsapp-ში არასწორად გაგზავნილი მესიჯების წაშლისთვის ერთ საათს გვაძლევს, თუმცა ათი წუთი ბევრად უკეთესია, ვიდრე ამ ფუნქციის არქონა.

გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის დამატებაზე საუბარი აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა აღიარა, რომ კომპანია მარკ ცუკერბერგის პირად მიმოწერებს შლიდა.

გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ ოქტომბერში  გავრცელდა.

on.ge

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.