მესენჯერის ახალი ფუნქციით გაგზავნილი მესიჯების უკან დაბრუნება შეგეძლებათ
სულ მალე, მესენჯერის ახალი ფუნქციის წყალობით, გაფრენილი სიტყვების მობრუნება შეუძლებელი აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ათი წუთის განმავლობაში მაინც.
აღნიშნული ფუნქცია iOS-ის ფლატფორმაზე არსებული Messenger-ის აპლიკაციის ახალ ვერსიაშია დაანონსებული. შემთხვევით გაგზავილი მესიჯების წაშლა ათი წუთის განმავლობაში შეგეძლებათ, რაც არც ისე დიდი დროა, თუ გავიხსენებთ, რომ ფეისბუქი Whatsapp-ში არასწორად გაგზავნილი მესიჯების წაშლისთვის ერთ საათს გვაძლევს, თუმცა ათი წუთი ბევრად უკეთესია, ვიდრე ამ ფუნქციის არქონა.
გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის დამატებაზე საუბარი აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა აღიარა, რომ კომპანია მარკ ცუკერბერგის პირად მიმოწერებს შლიდა.
გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა.
on.ge
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი