ამ გვერდის ამობედვა

შემთხვევით მომხდარი ფაქტები, რომლებმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალეს

ასეა თუ ისე, სამ­ყა­რო შემ­თხვე­ვი­თო­ბე­ბი­თაა ნა­შე­ნე­ბი. წარ­მო­გიდ­გენთ ისეთ შემ­თხვე­ვით ან შეც­დო­მით მომ­ხდარ ფაქ­ტებს მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, რომ­ლებ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს მსოფ­ლი­ოს ფორ­მი­რე­ბა­ში.

 

მე­ტე­ო­რი­ტი და ქრის­ტი­ა­ნო­ბა

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი და­მას­კო­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნე­ბის შე­სა­პყრო­ბად. გზა­ში მან ნა­თე­ლი სი­ნათ­ლე და­ი­ნა­ხა ცად, დარ­ტყმის სიმ­ძლავ­რემ მი­წა­ზე დას­ცა და ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა. ის სამი დღით დაბრმავ­და და მხო­ლოდ ქრის­ტი­ან ანა­ნე­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და მხედ­ვე­ლო­ბა. მომ­ხდა­რი პავ­ლემ, რო­გორც უფ­ლის ნება ისე გა­და­თარ­გმნა და აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ადა­გე­ბა.

თარ­გმა­ნის სირ­თუ­ლე­ე­ბი და ატო­მუ­რი ბომ­ბი

1645 წელს ამე­რი­კამ ია­პო­ნი­ის­გან კა­პი­ტუ­ლა­ცია მო­ი­თხო­ვა. პა­სუ­ხად ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სუ­ძუ­კიმ გა­მო­ი­ყე­ნა სი­ტყვა "მო­კუ­სა­ცუ", რაც შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს რო­გორც "უკო­მენ­ტა­როდ", "ნე­იტ­რა­ლურ დუ­მილს ვი­ნარ­ჩუ­ნებ" ან "დავ­ფიქ­რდე­ბით". თარ­გმან­ში ეს სი­ტყვა გა­და­ვი­და რო­გორც, "ჩვენ იგ­ნო­რი­რე­ბას ვუ­კე­თებთ". ასეთ­მა პა­სუხ­მა პრე­ზი­დენ­ტი ტრუ­მა­ნი შე­უ­რა­ცხყო, რა­მაც ია­პო­ნი­ის თავ­ზე ორი ატო­მუ­რი ბომ­ბის ჩმოგ­დე­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა.

"ტი­ტა­ნი­კი" და კა­პი­ტა­ნის დამ­ხმა­რე

კა­რა­დის გა­სა­ღე­ბი, სა­დაც "ტი­ტა­ნი­კის" გუნ­დის დურ­ბინ­დე­ბი ინა­ხე­ბო­და შე­საძ­ლოა გა­დარ­ჩე­ნის გზა ყო­ფი­ლი­ყო, რომ არა დე­ვიდ ბლე­რი, რო­მე­ლიც გემ­ზე მსა­ხუ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მას კი ბორ­ტის და­ტო­ვე­ბის წინ და­ა­ვი­წყდა გა­სა­ღე­ბის და­ტო­ვე­ბა. ამი­ტომ ეკი­პაჟ­მა ვერ შეძ­ლო ნა­ად­რე­ვად და­ე­ნა­ხა აის­ბერ­გი.

პე­ნი­ცი­ლი­ნი

მეც­ნი­ე­რი ალექ­სან­დრ ფლე­მინ­გი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ერთ დღეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და­ლა­გე­ბა და­ა­ვი­წყდა, სტა­ფი­ლო­კო­კი ჭი­ქა­ში და­ტო­ვა და ორი კვი­რით შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და. მთლეი ეს დრო ლა­ობ­რა­ტო­რი­ა­ში არა­ვინ შე­სუ­ლა, რო­დე­საც ფლე­მინ­გი დაბ­რუნ­და ნახა, რომ სტა­ფი­ლო­კო­კე­ბი მკვდა­რი იყ­ვნენ. ასე მოხ­და ან­ტი­ბი­ო­ტიკ პე­ნი­ცი­ლი­ნის აღ­მო­ჩე­ნა.

ბერ­ლი­ნის კედ­ლის და­ცე­მა

1989 წელს აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გი­უნ­ტერ შა­ბოვ­სკიმ პრეს კონ­ფე­რენ­ცია შეკ­რი­ბა, რათა კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის კედ­ლის გა­დაკ­ვე­თას ეხე­ბო­და. მის სი­ტყვა­ში გა­ი­პა­რა მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზე, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი მთლი­ა­ნა დმო­იხ­სნე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ზუს­ტად ასე­თი ქვე­ტექ­სტი გა­ი­გო­ნა, შე­ე­კი­თხა, რო­დის შე­ვი­დო­და ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში. ამა­ზე შა­ბოვ­სკიმ გა­ნა­ცხა­და "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ". პრე­სამ კი გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აკ­რძალ­ვა აღარ არ­სე­ბობ­და. ამან კე­დელ­თან აუ­რა­ცხე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლე­ბიც გა­დაკ­ვე­თას მო­ი­თხოვ­დნენ. რათა ამ­ბო­ხი აე­რი­დე­ბი­ნათ თა­ვი­დან, მთავ­რო­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა კე­დელს დან­გრე­უ­ლი­ყო.

www.ambebi.ge

წაკითხვა 916 ჯერ

სიახლეები