ამ გვერდის ამობედვა

"მივფრინავ საქართველოდან... "ოცნებისგან" არანაირი დაპირება არ მიმიღია" - ნინი ქარსელაძე

"ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს", - ამის შესახებ განცხადებას ნინი ქარსელაძე აკეთებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია.



"ცხოვრებაში არ მიფიქრია პოლიტიკაში ყოფნაზე. დიდი ადრენალინი ჰქონია ამ პროცესებში ჩართვას, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. ანასტასიას გეფიცებით, არანაირი დაპირება არ მიმიღია "ქართული ოცნებისგან", სამსახურიც არ მჭირდება. მე უკან მყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს. ჩემთვის თანხაც კი არავის გადაუხდია.

მხოლოდ ჩემი კეთილი ნება იყო, ქალბატონი სალომეს მხარდასაჭერ კონცერტებში მიმეღო მონაწილეობა. თქვეს 500 ლარი გადაუხადესო, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან კანონით არ გვაქვს უფლება საარჩევნო კონცერტებში უფასოდ გვემღერა", - ამბობს მომღერალი "ამბები.ჯი"- სთან

კითხვაზე, იმ შემთვევაში თუ გექნებათ შემოთავაზება, დათანხმდებით? ნინი ქარსელაძე პასუხობს, რომ:

"მე მივფრინავ საქართველოდან, საქმეები მაქვს როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში. აქამდე მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ იმ ადამიანების მობრუნების საფრთხე დავინახე, ვინც 9 წელი იყო ქვეყნის სათავეში. მხოლოდ იმიტომ გადავდე უცხოეთში საქმეები, რომ წინასაარჩევნო ამბავი ბოლომდე მიგვეყვანა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა", - დასძენს ნინი ქარსელაძე.

წაკითხვა 6011 ჯერ

სიახლეები