ამ გვერდის ამობედვა

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წელი ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში და არა მხო­ლოდ შოუ-ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ამ წელს არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა შექ­მნა ოჯა­ხი, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ადრე და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა ქორ­წი­ლი წელს გა­და­ი­ხა­და.

 

2019 წელს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შვი­ლე­ბიც შე­ე­ძი­ნათ. სა­ნამ პა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, მა­ნამ­დე 2019 წლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ.

 

 

კახა კა­ლა­ძე და ანუ­კა არე­ში­ძე

 

ამ წელს ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი კახა კა­ლა­ძეს და ანუ­კა არე­ში­ძეს ჰქონ­დათ. მარ­თა­ლია, მათ ოჯა­ხი 13 წლის წინ შექ­მნეს და უკვე ოთხი ვა­ჟის მშობ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქორ­წი­ლის გა­დახ­და 2019 წლამ­დე ვერ შეძ­ლეს.

 

 

წყვილ­მა 15 ივ­ნისს გრემ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა, ხოლო შემ­დეგ წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი. ამ დღეს შედ­გა კა­ხას და ანუ­კას შვი­ლე­ბის ნათ­ლო­ბაც.

 

 

კა­ლა­ძე-არე­ში­ძის ქორ­წი­ლი ულა­მა­ზე­სად გა­ა­ფორ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ანი პირ­ველ­მა. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში მის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა. ქა­ლა­ქის მე­რის ქორ­წილს პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში იცეკ­ვა კი­დეც. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­თო­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კა­ლა­ძემ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და გა­ხა­რი­ამ დი­ჯე­ის ამ­პლუა მო­ირ­გეს და "გა­მიქ­სეს" კი­დეც.

 

 

 

 

მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე

 

მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე შოუ-ბიზ­ნე­სის წევ­რე­ბი არ არი­ან, თუმ­ცა მათ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

 

 

მათ კახი კა­ლა­ძი­სა და ანუ­კი არე­ში­ძის მსგავ­სად, ქორ­წი­ლი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დი­ზა­ინ­ზე ანი პირ­ველ­მა და ზურა შე­ვარ­დნა­ძემ იზ­რუ­ნეს. ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში დი­ზა­ი­ნერ ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის რძლის - ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბას ჰგავ­და.

 

 

საბა და მა­რი­ა­მი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მათ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ.

 

 

 

 

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი და სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი

 

ბიზ­ნეს­მე­ნი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი 2019 წელს ნარ­კოს­კან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ახლა 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბის საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ დამ­დგა­რა. გა­სუ­ლი წელი მის­თვის ერ­თდრო­უ­ლად იყო რო­გორც გან­საც­დე­ლის, ასე­ვე სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი. ის სალი სულ­ხა­ნიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და პა­ტა­რა ვა­ჟის მი­ქა­ე­ლის მამა გახ­და. ჯი­ბღაშ­ვილ­მა და სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში შედ­გა, სა­დაც სუფ­რას არც ყალ­ყზე შემ­დგა­რი ცი­კა­ნი მოკ­ლე­ბია და არც ხი­ზი­ლა­ლა. სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ჯი­ბღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­რუდ­გი­ნა.

 

 

 

 

ბაია კუ­ზა­ნო­ვა და გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლი

 

წელს და­ქორ­წინ­და ნინო და გუგა კუ­ზა­ნო­ვე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ბაია კუ­ზა­ნო­ვა. ბა­ი­ას რჩე­უ­ლი გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია, რო­მელ­თა­ნაც დიდხ­ნი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, სა­დაც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­დათ მოწ­ვე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ დიდ­ხანს სა­უბ­რობ­დნენ. ბაია და გი­ორ­გი თა­ვი­ანთ ქორ­წილ­ში რეტ­რო შავი „ბე ემ ვე“-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვიდ­ნენ. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში „ლუი ვი­ტო­ნის“ კაბა ეცვა. ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სიძე სა­ცუ­რაო აუზ­ში სი­მამრმა, ცნო­ბილ­მა ექიმ­მა გუგა კუ­ზა­ნოვ­მა ჩა­აგ­დო.

 

 

 

 

წლის ბავ­შვე­ბი

 

ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი

 

29 ნო­ემ­ბერს პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა გახ­და ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მის ვაჟს, რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვილს და უმ­შვე­ნი­ე­რეს ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, პა­ტა­რას მშობ­ლებ­მა მათი სა­ხე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი სა­ხე­ლი - ბე­რუ­კა და­არ­ქვეს. ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ჭორ­ვი­ლა­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა. ის სა­ჩხე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფოს მეან-გი­ნე­კო­ლოგ­მა მი­რან­და ჯან­ხო­თელ­მა ამ­შო­ბი­ა­რა. პა­ტა­რა ბე­რუ­კას ფო­ტო­ებს ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს. 2020 წელს მას მო­ნათ­ლა­ვენ კი­დეც, ნათ­ლო­ბის კვარ­თი ივა­ნიშ­ვი­ლი-გუ­და­ვა­ძის წყვილ­მა უკვე შე­უკ­ვე­თა და ის დი­ზა­ი­ნერ­მა თი­ნა­ნო ბუ­ჩუ­ა­ძემ შექ­მნა.

 

 

 

 

ანა და გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე­ე­ბი

 

2019 წლის ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. მისი და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის იანა კო­კო­უ­ლი­ნას 6 წლი­ა­ნი რო­მა­ნი სა­ბო­ლო­ოდ გამ­ჟღავ­ნდა. მალე კი წყვილს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ტყუ­პე­ბი - ანა და გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნათ.

 

 

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა არც რჩე­უ­ლი ქა­ლის და არც ტყუ­პე­ბის ფო­ტო­ებს პი­რად გვერ­დზე არ აქ­ვეყ­ნებს.

 

 

 

 

თი­ნა­ნო და ნა­ტა­ტო მე­ლა­ძე­ე­ბი

 

2019 წელი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჟურ­ნა­ლისტ ნო­დარ მე­ლა­ძის­თვის. მა­შინ რო­დე­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და, ნო­დარ მე­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად ამ­ცნო მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი მთა­ვა­რი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ - ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ის ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და. ნო­დარ მე­ლა­ძეს და ჟურ­ნა­ლისტ თეა ცე­ცხლა­ძეს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი თი­ნა­ნო და ნა­ტა­ტო მე­ლა­ძე­ე­ბი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რე­ბი ერთი კვი­რის წინ მშობ­ლებ­მა მო­ნათ­ლეს კი­დეც. ნო­დარ მე­ლა­ძის ტყუ­პე­ბის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

 

 

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე

 

34 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ 2019 წელს გახ­და მამა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე. ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს და უმ­შვე­ნი­ე­რეს მხატ­ვარს მაი ბი­წა­ძეს ვაჟი, ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე შე­ე­ძი­ნა

 

.

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე აპ­რილ­ში და­ი­ბა­და და ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გა­მომ­წე­რებს თა­ვად ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ აც­ნო­ბა.

 

 

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე ჯერ მხო­ლოდ თვე­ე­ბის არის, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის გამო, უსაყ­ვარ­ლე­სი ბი­ჭუ­ნა სოც-ქსელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

 

 

 

 

გაბ­რი­ე­ლა მი­ლა­ნო­ვა

 

2019 წლის და­სა­წყის­ში თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხიხმგებ­ლო სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი გახ­და. მას და ბულ­გა­რელ პრო­დუ­სერს ბო­რის­ლავ მი­ლა­ნოვს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც თა­კომ სა­ხე­ლი პატ­რი­არ­ქის რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­ურ­ჩია და გაბ­რი­ე­ლა და­არ­ქვა.

 

 

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ბო­რის­ლავ მი­ლა­ნოვ­მა ქორ­წი­ლიც პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­დეს. წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი თბი­ლის­ში გა­და­ი­ხა­და.

 

 

 

 

რენე გაგ­ნი­ძე

 

რენე გაგ­ნი­ძე რე­ჟი­სორ განო მე­ლი­თა­უ­რის და კახა გაგ­ნი­ძის შვი­ლია. პა­ტა­რას და­ბა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მე­ლი­თა­ურ­მა მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­მალ­ვა კარ­გად მო­ა­ხერ­ხა.

 

 

კახა გაგ­ნი­ძის და განო მე­ლი­თა­უ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო საქ­მით და­ი­წყო, მათ თა­ვი­ან­თი ინო­ვა­ცი­უ­რი სა­წარ­მო „კომ­ბი­ნი­ზო­ნა“ შექ­მნეს, შემ­დეგ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პი­რად გრძნო­ბებ­შიც გა­და­ი­ზარ­და და ახლა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ.

 

 

 

 

 

https://www.ambebi.ge/

 

წაკითხვა 1903 ჯერ

სიახლეები