ამ გვერდის ამობედვა

"პაპა მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ვერ ვისვენებდი და კონცერტის მერე მასთან წავედი" - გიორგი სუხიტაშვილი მშობლიურ კარალეთსა და ბებო-პაპაზე

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი თა­ვის­ სო­ფელ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, ხში­რად უწევს გას­ტრო­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­შიც და უცხო­ეთ­შიც, ამას ემა­ტე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ჩა­წე­რა, კონ­ცერ­ტე­ბი - სო­ფელს არას­დროს ივი­წყებს.

 

 

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი: "სო­ფე­ლი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო წლე­ბი, ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და სით­ბოა. 90-იანი წლე­ბი არ იყო დალ­ხე­ნი­ლი, მაგ­რამ ბავ­შვი უფ­რო­სე­ბი­ვით არ გა­ნიც­დის სიძ­ნე­ლე­ებს. მშობ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, პა­ტა­რას სი­ლა­ღე არ და­ე­კარ­გოს. ამი­ტომ ჩემი კა­რა­ლე­თი ჩემ­თვის ტკბი­ლი და თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის ერ­თგვა­რი "სა­წყო­ბია". ის ტი­პუ­რი ქარ­თლის სო­ფე­ლია, არა­ერთ ის­ტო­რი­ულ ნარ­კვევ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ნიკა ან­თი­ძის­გან (კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი) პი­რო­ბა მი­ვი­ღე, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კა­რა­ლეთ­ში ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­წყე­ბა. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ამ გა­თხრებს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

 

 

- ქარ­თლში ნოყი­ე­რი მი­წაა და რაც უნდა "ჩა­აგ­დო", ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს. საბ­ჭოთა კავ­ში­რის დროს ჩვე­ნი ხილი ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­დი­ო­და. აქე­დან მო­სახ­ლე­ო­ბას სარ­გე­ბე­ლი ჰქონ­და. მა­შინ რუ­სე­თი ასე მტრუ­ლად არ იყო გან­წყო­ბი­ლი... როცა ქარ­თლის მო­სახ­ლე­ო­ბა იმ წარ­სულს მის­ტი­რის და ამ­ბობს, რომ გზა რუ­სე­თის­კენ უნდა გა­იხ­სნა­სო, უნდა იცო­დეს, რომ დღეს ეს სა­ხი­ფა­თოა.

 

 

 
 
- ბე­ბოს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ხში­რად დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებ, პა­პას კი, რო­მე­ლიც კა­რა­ლეთ­ში მარ­ტო დარ­ჩა, მუდ­მი­ვად აკი­თხავ და მას "მარ­ტო­პა­პა" შე­არ­ქვი... რა გას­წავ­ლეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა?
 

- ადა­მი­ა­ნო­ბის სწავ­ლა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... უნდა შეგ­ვეძ­ლოს, დავ­რჩეთ ადა­მი­ა­ნე­ბად და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ნა­ში სწო­რედ საყ­ვა­რელ პაპა-ბე­ბო­ზე ზრუნ­ვაა. სო­ფე­ლიც იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა მათ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, მათ მას­წავ­ლეს თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი - სოფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, ბა­ღის, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

სო­ფე­ლი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია, ის ბრძე­ნი­ცაა. რა დროც უნდა გა­ვი­დეს და რო­გორც უნდა მოვ­ხუც­დე, სულ ყურ­ში მექ­ნე­ბა თინა ბა­ბოს ხმა, მისი ნამ­ღე­რი და ფე­ხის ხმაც კი. პა­პა­ჩემს "მარ­ტო­პა­პა" იმი­ტომ შე­ვარ­ქვი, რომ მარ­ტოა...

 

 

 

 

მე­უბ­ნე­ბი­ან, სო­ფელ­ში რომ და­დი­ხარ და ამის დას­ტუ­რად ფო­ტო­ებს დებ, იქ მარ­თლა მუ­შა­ო­ბო? ბაღი გავ­სხა­ლი, ეზო­ში ბა­ლა­ხი გავ­თი­ბე... ამას იმი­ტომ არ ვა­კე­თებ, რომ კარ­გი ტიპი ვარ...სო­ფელ­ში ჩემ­ზე მე­ტად მშრო­მე­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს და მა­გათ ვე­ნაც­ვა­ლე, ვინც იქა­უ­რო­ბა არ მი­ა­ტო­ვა, წვა­ლობს, რომ თავი შე­ი­ნა­ხოს, არ გა­მო­კე­ტოს თა­ვი­სი სახლ-კარი. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მი­წევს სი­ა­რუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წას რომ ვხე­დავ, მი­ხა­რია.

 

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სამი სა­ა­თით მა­ინც ჩა­ვი­დე სო­ფელ­ში. ზა­ფხულ­ში არ მე­ცა­ლა და არც ვგეგ­მავ­დი, მა­გა­ლი­თად, ეზოს გა­თიბ­ვას, მაგ­რამ წა­მოზ­რდი­ლი ბა­ლა­ხი რომ და­ვი­ნა­ხე, ცელი ავი­ღე... მუ­შა­ო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ პა­პას ზო­მა­ზე იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, წა­ვე­დი და ძრა­ვი­ა­ნი სა­თი­ბი ვი­ყი­დე, რი­თაც 2000 კვმ ეზო მთლი­ა­ნად გავ­თი­ბე. ეს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ეზო მო­უვ­ლე­ლი არ იყოს. ამა­ვე დროს არის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც.

 

 

- რა მოჰ­ყავ­და თქვენს ოჯახს ამ ფარ­თობ­ზე?

 

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი, ხილი... ძა­ლი­ან მინ­და პა­ტა­რა სახ­ლიც ჩავ­დგა, მინ­და, იქ სი­ცო­ცხლე სულ იყოს. ეს ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, ჩა­მო­ვიდ­ნენ და თუნ­დაც ჩემს სო­ფელ­ში მიწა იყი­დონ, ან სახ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც დე­და­ქა­ლაქ­ში კორ­პუს­ში ცხოვ­რობს.

 

 

 

- ახა­ლი წელი რო­გო­რია სო­ფელ­ში?

 

- ახა­ლი წელი უკე­თე­სია სო­ფელ­ში, ვიდ­რე სხვა­გან. 31-ში, ღა­მის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, რა დრო­საც უნდა მოვ­რჩე, ვცდი­ლობ სო­ფელ­ში წა­ვი­დე. შარ­შან პაპა მარ­ტო პირ­ვე­ლად ხვდე­ბო­და ახალ წელს. ვერ ვის­ვე­ნებ­დი და მას­თან წა­ვე­დი. ბებო ყვე­ლა­ფერს გემ­რი­ე­ლად აკე­თებ­და. ჩვენს დიდ აი­ვან­ზე რამ­დე­ნი­მე წყე­ბად იყო გაბ­მუ­ლი ჩურ­ჩხე­ლე­ბი. ერთხელ ერ­თმეტ­რი­ა­ნი ჩურ­ჩხე­ლე­ბი მო­ვინ­დო­მეთ და ისიც გაგ­ვი­კე­თა. მისი ცი­ვად მო­ხარ­შუ­ლი ქა­თა­მი სა­ოც­რე­ბა იყო. ვიხ­სე­ნებ და მე­ნატ­რე­ბა. გული მწყდე­ბა, რომ ახა­ლი წელი მის გა­რე­შე უნდა მო­ვი­დეს.

 

 

- მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ?

 

- სო­ფელ­ში კარგ მეკვლედ ვით­ვლე­ბო­დი, ამი­ტომ ყვე­ლა მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, თან ყვე­ლას­თან სიმ­ღე­რით შევ­დი­ო­დი...

 

 

 

- რას უსურ­ვებ­დი და ურ­ჩევ­დი მკი­თხველს?

 

- ვურ­ჩევ­დი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ადა­მი­ა­ნო­ბა. ეს ჩემ­თვის იმ გულ­წრფელ ურ­თი­ერ­თო­ბებს უდ­რის, რო­გო­რიც სოფ­ლებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. გა­უფრ­თხილ­დნენ სო­ფელს, არ მი­ა­ტო­ვონ, ეძე­ბონ გა­მო­სა­ვა­ლი, გან­ვი­თარ­დნენ... დღეს ძა­ლი­ან იო­ლია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვა მი­ვი­ღოთ ნე­ბის­მი­ერ დარ­გში, მით უფრო - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ბო­ლოს და ბო­ლოს, ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ერ­თმა­ნეთ­საც გა­ვუც­ვა­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია და განვვი­თარ­დეთ, გა­ვი­ზი­ა­როთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1149 ჯერ