ამ გვერდის ამობედვა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა

დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე პირ­ველ ივ­ლისს 31 წლის გახ­და.

გა­სუ­ლი წლის პომ­პე­ზუ­რი წვე­უ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თბი­ლი­სის პირ­ველ­მა ლე­დიმ და­ბა­დე­ბის დღე წელს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა და წყნე­თის აგა­რაკ­ზე მე­გობ­რე­ბი და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი მი­იწ­ვია.

 

იუ­ბი­ლა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - არე­ში­ძეს სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი შა­ბი­ამ­ნის­ფე­რი კაბა ეცვა და სუფ­რის დი­ზა­ინ­შიც მთა­ვა­რი შტრი­ხე­ბი თა­ვად შე­ი­ტა­ნა.

 

 

 

და­ბა­დე­ბის დღეს დი­ზა­ი­ნე­რის მშობ­ლე­ბი, ძმა და რძა­ლი, ასე­ვე უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ: მათ შო­რის "მის სა­ქარ­თვე­ლო" ნუკი ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც არე­ში­ძე წლე­ბია მე­გობ­რობს, დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია კუ­ლი­ნა­რი­ის სიყ­ვა­რუ­ლით და წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებს რამ­დე­ნი­მე კერ­ძიც კი მო­უმ­ზა­და, ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ანი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც წინა წლებ­ში ანუ­კი არე­ში­ძის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის დი­ზა­ინ­სა და კა­ლა­ძე­ე­ბის წყვი­ლის ქორ­წი­ლის გა­ფორ­მე­ბა­ზეც იზ­რუ­ნა.

 

 

 

 

და­ბა­დე­ბის დღეს ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტა­რი ბექა ოდი­შა­რია და მისი მე­უღ­ლე მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე - ამ უკა­ნას­კნელ­მა ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით, რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უმ­ღე­რა წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებს.

 

"დიდი მად­ლო­ბა და­ბა­დე­ბის დღის სურ­ვი­ლე­ბის­თვის! სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი ამ დღეს იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხი მყავს. ეს კი ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დი­თაა" - ამ სი­ტყვე­ბით გა­და­ი­ხა­და მად­ლო­ბა დი­ზა­ი­ნერ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე".

 

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1576 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2020