"ეს იყო ბეწვის ხიდი"- მაია ასათიანი

"განცდა მაქვს, რომ დაბადების დღე მაქვს, იმდენი წერილი მივიღე სულ სითბოთი და სიყვარულით სავსე" , -ამის შესახებ ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.

ის მადლობას უხდის მაყურებელს ახალი საეთერო სეზონის დასაწყისის დადებითად შეფასებისთვის. 

 

"ასე მგონია, რომ მართლა ხელახლა დავიბადე, იმიტომ რომ რაც გადაცემა ეთერში გავიდა და რაღა დაგიმალოთ, ისე ვნერვიულობდი... ეს იყო ბეწვის ხიდი, რომ ზედმეტობაში არ გახაზრდილიყო ჩემი ამბის თქვენთვის მოყოლა.

 

განცდა მაქვს, რომ დაბადების დღე მაქვს, იმდენი წერილი მივიღე სულ სითბოთი და სიყვარულით სავსე. არ მიყვარს გამოთქმა "სიტყვები არ მყოფნის", მაგრამ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც სიტყვები არ მყოფნის. თქვენ მაცოცხლებთ, თქვენ მაძლიერებთ თვენი საოცარი მზრუნველობა ჩემს მიმართ ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს. უღრმესი მადლობა ამისთვის", - ამბობს ტელეწამყვანი. 

წაკითხვა 657 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.