უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას - ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წაიკითხა.


მიხეილ სააკაშვილის ადოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საერთაშორისო ტოქსიკოლოგიური ორგანიზაციისგან მიღეს პასუხი, თუ რა კვლელვები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ყოფილი პრტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლინიუმით მოწამლული. ადოკატის თქმით, უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, სააკაშვილის პოლინიუმით შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის დადგენა ახლა შეუძლებელია, რადგან ვადა გასულია, თანაც ეს კვლევა საქართველოს არცერთ ლაბორატორიაში არ კეთდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლონიუმი სააკაშვილის საქმეში - რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე.


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.


ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს“ (ავტორი - იზაბელ ლასერი).


გიული ალასანიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს განწყობა სწორია და ექსპერტიზის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსახილველად სწორედ სასამართლოში უნდა შევიდეს.


ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხზე უნდა დაველოდოთ დასკვნის შედეგებს. ვიცი, რომ კვლევები ტარდება და თითქმის ბოლო სტადიაშია ამ ექსპერტიზის დასკვნები, ამიტომ კონკრეტულ დიაგნოზებზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ შესაბამისი პროცედურით უნდა იმსჯელოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.


სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია - შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook-ზე ვრცელდება.


თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს: წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას; დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას; მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას. დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიებს ეხება.


"ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო.... ასე როგორ დაგოიმდი?!" - ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის. მისი განცხადებით, ივანიშვილმა "სტავკა" პუტინის გამარჯვებაზე დადო, თუმცა მას ძალიან ცუდად აქვს საქმე.


ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო - დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება რომ დავუშვი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


გვერდი 1 სულ 14
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.