ამ გვერდის ამობედვა

“შანელი” ბეწვეულსა და ეგზოტიკური ცხოველების ტყავს აღარ გამოიყენებს

“შანელი” კოლექციაში ბეწვეულსა და ეგზოტიკური ცხოველების ტყავს აღარ გამოიყენებს.

ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამგვარად, მოდის სახლს ცხოველთა უფლებებადამცველების მხარდაჭერა სურს. ამრიგად, “შანელი” ისეთ სამოსსა და აქსესუარებს აღარ გამოუშვებს, რომელიც ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავს შეიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება, გასულ წელს, Gucci-მ მიიღო, რაც კოიოტის, ძაღლის, წაულას, მელიისა თუ სხვა ნებისმიერი ცხოველის ბეწვის წარმოებიდან ამოღებას გულისხმობდა.


2016 წელს, Giorgio Armani-მ განაცხადა, რომ გარემოსა და ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით, მისი ბრენდები ბეწვეულს აღარ გამოიყენებდნენ.


ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ბრენდებმა: Vivienne Westwood, Calvin Klein და Ralph Lauren.

წაკითხვა 1235 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2018