March 29, 2024

სტილის სიმბოლოები: ქალები, რომლებმაც მოდა შეცვალეს

არსებობენ უნიკალური სტილის მქონე, გემოვნებიანად ჩაცმული ქალბატონები, რომლებიც მილიონობით ადამიანის შთაგონების წყარო ხდებიან.

 

ზუსტად არავინ იცის რაში მდგომარეობს მთავარი ხრიკი და როგორ ახერხებენ მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ჰერცოგინიები და პირველი ლედები მოდის სამყაროში გადატრიალების მოხდენას, თუმცა ფაქტია, რომ სტილის ამ 10-მა სიმბოლომ მოდა სამუდამოდ შეცვალა.

 

1

მარლენ დიტრიხის სმოკინგი

 

როდესაც საქმე სტილს ეხებოდა, გერმანელი მსახიობი და მომღერალი ნამდვილი ქამელეონი ხდებოდა. მარლენი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც 30-იან წლებში ფემინური კაბებისა და ბეწვეულობის ნაცვლად, პროვოკაციული სმოკინგი მოირგო.

2

ოდრი ჰეფბერნის პატარა შავი კაბა

 

ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტილის სიმბოლო ოდრი ჰეფბერნი განუმეორებელი გემოვნებით გამოირჩეოდა. ის ჰუბერტ დე ჟივანშის მუზაც კი გახლდათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ოდრი გახდა მოდის სამყაროში პატარა შავი კაბის ფენომენის დამკვიდრების მიზეზი.

3

ჟაკლინ კენედის მარტივი ელეგანტურობა

 

 

როდესაც ჟაკლინ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა, მისმა სტილმა მილიონობით ქალის შთაგონება დაიწყო. ჟაკლინისთვის დამახასიათებელი მარტივი ჩაცმულობა, დახვეწილი სილუეტები, დიდი ზომის სათვალეები, ელეგანტური შარფები და მოსაცმელები 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ქალის შთაგონების წყაროა.

4

ბიანკა ჯაგერის ვინტაჟური თანამედროვეობა

 

ბიანკა ყოველთვის საკუთარი თავის სტილისტი გახლდათ, ის იდეალურად უხამებდა ერთმანეთს ერთი შეხედვით შეუფერებელ სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს. თუმცა მისთვის მაინც არსებობდა ერთი საყვარელი ტანდემი – ვინტაჟურისა და თანამედროვე სტილის შეხამება.

 

5

ელიზაბეტ ტეოლორის ბრილიანტები

 

ელიზაბეტ ტეილორი მოდის სამყაროში უშიშარ ქალბატონად ითვლებოდა. სადაც არ უნდა წასულიყო, გლამური მუდამ თან სდევდა. მისი სიყვარული მბძინვარე, ძვირფასი ქვებისა ბრილიანტების მიმართ კი დღემდე ლეგენდარულია.

6

გრეის კელის კლასიკური პრინცესა

 

 

გრეის კელის კლასიკური და დახვეწილი სტილი ყოველთვის უნაკლო იყო. მისთვის დამახასიათებელი ფემინური კაბებით, მონაკოს პრინცესა მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად გადაიქცა.

 

7

მერლინ მონროს ფორმები

 

 

მერლინ მონრომ მოდის ინდუსტრიას სავსე ფორმების სექსუალურობა შესძინა და საფუძველი ჩაუყარა მოდის ინკლუზიურობას, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები დღემდე მისდევენ.

8

პრინცესა დიანას თამამი სტილი

 

 

გარდაცვალებიდან 2 ათწლეულისა და კიდევ ცოტა მეტის შემდეგაც კი, დიანა მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად რჩება. მისმა თამამმა და მონარქებისთვის შეუფერებელმა სტილმა, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

9

თვიგის Twiggy

 

 

Twiggy-ს დახატული წამწამები მსოფლიო ფენომენად იქცა. 60-იანი წლების IT გოგონა, მოდის სიმბოლოდ და ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ფიგურად გადაიქცა.

10

მადონას კონუსები

 

 

 

მადონა მოდის სამყაროს პოპ დედოფალია. Tomboy სტილიდან, რომელიც მომღერალს 80-იან წლებში ახასიათებდა, მადონა მოდის ისდუსტრიის გურუდ გადაიქცა. კონცერტები ვერასდროს იქნებოდა ისეთი ექსტრავაგანტული, როგორიც დღეს არის, რომ არა მადონას სასცენო სტილი. მან თავდაყირა დააყენა ადამიანების დამოკიდებულება და მოლოდინები არტისტების მიმართ.

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1409 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 09 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.