"დედას ეგონა, რომ ნახევრად შიშველს გადამიღებდნენ" - პირველი ჰიჯაბიანი მოდელის გზა ლტოლვილთა ბანაკიდან მაღალ მოდამდე
"ვცდილობ დღეში ხუთჯერ ვილოცო, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ერთხელ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ხალიჩით ხელში დავრბოდი სალოცავად. ხშირად ასეთი ადგილი გასახდელი ან გადასაღები მოედანი აღმოჩნდება ხოლმე.
19 წლის ჰალიმა კონკურისის "მის მინესოტა" პირველი მონაწილე გახდა, სადაც სცენაზე ის ჰიჯაბსა და ბურკაში გამოწყობილი გამოვიდა.
ზოგიერთ ჩვენებაზე ჰალიმასთვის ცალკე გამოსაცვლელ ოთახს აწყობენ: "მუსლიმი ვარ და ეს უნდა მახსოვდეს ყველგან, მათ შორის, პოდიუმზეც. ამიტომ დიზაინერები და ღონისძიების ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მქონდეს პატარა ოთახი, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ, თუ ეს რომელიმე დიზაინერს არ აწყობს, მზად ვარ უარი ვთქვა ამ ჩვენებაზე".
"დედას ეგონა, რომ ნახევრად შიშველს გადამიღებდნენ"
"არ მომწონს როდესაც ჰალიმა ხმაურიან ადგილებში ჩნდება, სადაც მის გარშემო ხალხი იკრიბება და მამაკაცები თვალს არ აშორებენ", - განაცხადა მოდელის დედამ "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში.
"დედამ იცის, რომ შეუძლია მენდოს. მან სწორად გამზარდა, ამიტომ გულის სიღრმეში ის ჩემს მხარესაა. მან იცის, რომ თუ რამე არ იქნება ისე როგორც საჭიროა, უბრალოდ უარს ვიტყვი... მას არ ესმის მოდის ტენდენციები, მაგრამ ამაში არ ვადანაშაულებ, მისთვის ტანისამოსი უბრალოდ ნივთია, რომელსაც ჩაიცვამთ და მეორე წუთს დაივიწყებთ. განათლება, ოჯახი, უბრალო ცხოვრება - ეს ის არის, რაც დედას ჩემთვის უნდოდა".
ზოგიერთ ქვეყანაში ქალები გარეთ ვერ გადიან ჰიჯაბის გარეშე, ცემისა ან ციხეში მოხვედრის შიშით.
"მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთი ქალი არ უნდა ატარებდეს ჰიჯაბს იძულებით. მე იმიტომ ვატარებ ჰიჯაბს, რომ ის მაჩენს ლამაზს და მმატებს საკუთარი თავის რწმენას. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილის სამოსს ატარებთ, თქვენ ხართ პატივისცემის, მხარდაჭერისა და სიყვარულის ღირსი. აი ეს არის ჩემი გზავნილი".
დღეისათვის ჰალიმა ადენი მეტად წარმატებული სუპერმოდელია, მასთან ცნობილი დიზაინერები მუშაობენ, ჰყავს გულშემატკივართა უზარმაზარი არმია, მასზე გადაიღეს ფილმებიც, თუმცა მოდელს კიდევ ერთი ოცნება აქვს: "ძალიან მინდა, დედა ჩემს ჩვენებაზე პირველ რიგში იჯდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი შოუ ჩემს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, ერთ დღეს ესეც მოხდება".
სიახლეები
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე