March 29, 2024

ადრიანა ლიმამ ვიქტორია სეკრეტი დატოვა

ეს ისტორია 1998 წელს, ნიუ-იორკში იწყება და 20 წლის შემდეგ, კვლავ ნიუ-იორკში სრულდება. 20 წლის წინ, ვიქტორია სეკრეტმა ბრაზილიელი თინეიჯერი, ადრიანა ლიმა ახალ მოდელად აიყვანა.

2018 წელს, ბრენდის ყველა დროის ყველაზე დიდებულმა ანგელოზმა ვიქტორია სეკრეტი დატოვა. ინფორმაცია დადასტურებულია როგორც სუპერმოდელის, ასევე ბრენდის  მიერ. ადრიანამ ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის შოუ დახურა.

 

გუშინდელ შოუში,რომელიც ადრიანა ლიმასთვის ბოლო იყო, ბრაზილიელმა გახსნა სეგმენტი სახელად Flights of Fantasy, დახურა – Celestial Angels. გახსნამდე ვიქტორია სეკრეტის გუნდმა ეკრანზე ამაღელვებელი კოლაჟი გაუშვა, რომელიც ლიმას შთამბეჭდავ კარიერას ასახავდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა დიდ ეკრანზე დააწერა: The Greatest Angel Of All Time/ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი. გამოსვლას ადრიანას ცრემლები და მაყურებლების ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.

 

ადრიანა ლიმა ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე პირველად 1999 წელს მოხვდა და მას შემდეგ 18 შოუში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელს შოუ გახსნილი აქვს ხუთჯერ, ბრილიანტის ბიუსჰალტერი მორგებული აქვს სამჯერ და ის ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ანგელოზია ბრენდის ისტორიაში.

 წყარო:  http://fashionholicsonline.com
წაკითხვა 1889 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.