გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა
ჰოლივუდელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადაღების დროს ნასროლ ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი ნიუ მექსიკოში მოხდა. დაღუპული ფილმის ერთ-ერთი ოპერატორია, ასევე დაიჭრა რეჟისორი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ჰოლივუდ რეპორტერის“ ცნობით, იარაღში, რომლითაც ბოლდუინს უნდა გაესროლა, ნამდვილი ტყვიები არ უნდა ყოფილიყო. იარაღი რეკვიზიტად იყო გამოყენებული გადაღებების დროს.
ამ ეტაპზე ინციდენტის გამოძიება გრძელდება.
ოპერატორი ქალი, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ის გარდაიცვალა. ის გალინა ჰაჩინსი აღმოჩნდა, რომელიც წარმოშობით უკრაინიდანაა. ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თავად ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება მისცა. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი