ამ გვერდის ამობედვა

ჯულია რობერთსი „ოსკარზე“ წლის ფილმის გამოსავლენად „ელი სააბის“ კაბაში გამოვიდა (ფოტოები)

ლოს-ანჯელესში დღეს დილით დასრულებული „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია, წლის ფილმის გამოცხადება იყო.

არანაკლებ საინტერესო კი, ამ ნომინაციის წარმდგენის ვინაობაა, რომელსაც ყოველ წელს აკადემია საგანგებოდ არჩევს. წელს ეს მისია 51 წლის ჯულია რობერთსს დაეკისრა, რომელიც სცენაზე ცერემონიალის ბოლოს, „ელი სააბის“ ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოვიდა. ლიბანელი დიზაინერის კაბები ჯულიას გარდერობში ადრეც არაერთხელ გვინახავს.

 

ყველასთვის მოულოდნელი, თავად წლის ფილმის დასახელება გახდა. პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნი“ ისეთი ფავორიტები ჩამოიტოვა, როგორებიც „რომა“ და „ფავორიტი“ არიან.

წაკითხვა 1431 ჯერ