ამ გვერდის ამობედვა

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის "ინსტაგრამზე" გამომწერების რეკორდული მაჩვენებელი "გინესის წიგნში" დაფიქსირდა

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, 2 აპრილს საკუთარი ოფიციალური Instagram-ის გვერდი შექმნეს.

 

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა, თავიანთი ოფიციალური Instagram-ის გვერდზე, მოკლე დროში გამომწერების რეკორდული რაოდენობა მოაგროვეს, რაც "გინესის წიგნში" დაფიქსირდა.

 

პრინცის და ჰერცოგინიას ექაუნთმა, ინტერნეტში ფურორი მოახდინა - 8 წუთში გვერდს, უკვე 8,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა - 5 საათსა და 45 წუთში კი, მილიონს გადააჭარბა.

 

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Instagram- ის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. სურვილი გვაქვს, გაგიზიაროთ ჩვენი საქმიანობის შედეგები, ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო პროექტები. გვერდი, დაგვეხმარება უამრავი მნიშვნელოვანი განცხადებების და ინფორმაციების გავრცელებაში. მადლობთ მხარდაჭერისთვის და გეპატიჟებით @sussexroyal - ჰარი და მეგანი" - წერს სამეფო წყვილი ინსტაგრამის გვერდზე.

 

წყარო

წაკითხვა 1199 ჯერ