April 25, 2024

მეგან მარკლი ინტერვიუს დროს ატირდა - "გამუდმებულ სტრესში ვცხოვრობ..."

მეგან მარკლმა ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა ინტერვიუს დროს იხსენებდა ორსულობის პერიოდს და პრესის ზეწოლას.

 

ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ ისაუბრა ამ თემაზე, ახლა კი მეგანიც ალაპარაკდა. სამხრეთ აფრიკაში მყოფი მეგანი ჩაწერეს დოკუმენტური ფილმისთვის, რომელსაც მეგანსა და ჰარიზე იღებენ. ჰარიმაც და მეგანმაც ისაუბრეს იმაზე, რამდენად რთულია, იყო საჯარო პერსონა და სამეფო ოჯახის წევრი 21-ე საუკუნეში. ჰარიც კინაღამ ატირდა, როცა დედის ტრაგიკული ბედი ახსენა, მეგანმაც აღიარა, რომ გამუდმებულ სტრესში ცხოვრობს. 

 


აღელვებული ხმით ისაუბრა, რომ ძალიან უჭირს ოფიციალურ სტატუსთან გამკლავება, ასევე დედისა და ცოლის როლთან. "იშვიათად მეკითხება ვინმე, კარგად ვარ თუ არა... შეხედეთ, ნებისმიერი ქალი, განსაკუთრებით ორსულობის დროს, ძალიან მგრძნობიარეა. ყველაზე რთულია, როცა ბავშვი ჩნდება". ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა სასექსების ცხოვრება მუდმივი ბრძოლა და თავდაცვა, რაზეც მეგანმა უპასუხა, რომ ნამდვილად ასეა. მისივე აღიარებით, ძნელად გადააქვს პრესის გამუდმებული ზეწოლა, განსაკუთრებით უჭირდა ეს ორსულობის დროს. 

 


ჰარი და მეგანი ხშირად ცდილობენ გააგებინონ საზოგადოებას, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი სისუსტეებით და ტკივილებით. 

 

 

https://www.mshoblebi.ge

წაკითხვა 994 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.