ამ გვერდის ამობედვა

"ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია ორ პატარა ლათინოამერიკელ გოგოს“, - ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას ცეცხლოვანი შოუ Super Bowl-ზე

მა­ი­ა­მი­ში წლის ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი შოუ, Super Bowl 2020 გა­ი­მარ­თა. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა, რო­მელ­ზე გა­მოს­ვლაც გან­სა­კუთ­რე­ბით პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბა.

 

Super Bowl პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ამე­რი­კულ ფეხ­ბურთში ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს მა­ი­ა­მი გარ­დენ­სის Hard Rock Stadium-ზე იმარ­თე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლია მატ­ჩებს შო­რის შოუ, რო­მელ­ზეც ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი შთამ­ბეჭ­დავ სა­ნა­ხა­ო­ბას მარ­თა­ვენ. წელს შო­უ­ს მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, შა­კი­რა და ჯე­ნი­ფე­რის 11 წლის შვი­ლი იყ­ვნენ.

 

 

შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი, ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ შეს­თა­ვა­ზეს. და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი, ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა "ინ­სტაგ­რა­მის“ პი­რად გვერ­დზე შა­კი­რას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით:

 

 

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სცე­ნა შენ­თან ერ­თად უნდა გა­ვი­ზი­ა­რო. ვაჩ­ვე­ნოთ მსოფ­ლი­ოს, რა შე­უძ­ლია ორ პა­ტა­რა ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კელ გო­გოს“, - წერ­და ჯე­ნი­ფე­რი.

 

 

 

და მარ­თლაც, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, პოპ­შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნეს მსოფ­ლი­ოს, რომ და­უ­ვი­წყა­რი შოუს დად­გმა მათ ყვე­ლა­ზე უკეთ შე­უძ­ლი­ათ. მომ­ღერ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა კი მოჰ­ყვა ჯე­ნი­ფე­რის ცეკ­ვას სტრიპ­ტი­ზის ელე­მენ­ტე­ბით.

 

 

გარ­და ამი­სა, შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­და კობი ბრა­ი­ან­ტი და მისი 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ჯი­ა­ნა გა­იხ­სე­ნეს და ერთ-ერთი ნო­მე­რი მას მი­უ­ძღვნეს.

 

 

შო­უ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის 11 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ემი მუ­ნი­ე­სის გა­მო­ჩე­ნა, რო­მელ­მაც დე­დას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა "Let's get Loud" შე­ას­რუ­ლა.

 

 

ამე­რი­კის ჰიმ­ნი 2020 წლის შო­უ­ზე დემი ლო­ვა­ტომ იმ­ღე­რა.

 

 

დემი ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბის დროს

 

 

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი წლის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი შო­უ­დან:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს კი ვი­დეო, რო­მე­ლიც სრუ­ლად ასა­ხავს სა­ნა­ხა­ო­ბას:

 

https://youtu.be/pILCn6VO_RU

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 880 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2020

სიახლეები