ამ გვერდის ამობედვა

3.5 მლნ დოლარიანი ვილა განადგურებულია - პირს ბროსნანმა დამწვარი სახლის დანახვისას ემოციები ვერ შეიკავა

პირს ბროს­ნა­ნი ხან­ძრის შემ­დეგ მა­ლი­ბუს სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის სა­ნა­ხა­ვად დაბ­რუნ­და, 3.5 მლნ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებ­მა მსა­ხი­ო­ბი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლი­სას გა­და­ი­ღეს, ბროს­ნან­მა დამ­წვა­რი სახ­ლის და­ნახ­ვი­სას ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.

 

ოჯა­ხი ხან­ძრის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­სულ უქ­მე­ებ­ზე სახ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ბროს­ნა­ნე­ბის 1200 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ვი­ლა­ში ოთხი სა­ძი­ნე­ბე­ლი და 12 სა­ა­ბა­ზა­ნო იყო. სახ­ლი ბროს­ნა­ნებ­მა თა­ვად აა­შე­ნეს.

 

 

65 წლის ვარ­სკვლა­ვი და მისი ცოლი, კილი შეი სმი­ტი სახ­ლის სა­ნა­ხა­ვად სამ­შა­ბათს დაბ­რუნ­დნენ. კი­ლის სა­ხე­ზე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ნი­ღა­ბი ეკე­თა, რად­გან ჰა­ერ­ში ჯერ კი­დევ არის მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

 

პირს ბროს­ნა­ნი არ არის ჰო­ლი­ვუ­დის ერ­თა­დერ­თი ვარ­სკვლა­ვი, ვისი ქო­ნე­ბაც სტი­ქი­ამ შე­ი­წი­რა. ცე­ცხლმა მი­წას­თან გა­ას­წო­რა ჯერ­არდ ბატ­ლე­რის, ლედი გა­გას, კარ­და­ში­ა­ნე­ბის და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ხან­ძრის კე­რებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და.

 

სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა ხან­ძარს ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სის ვილა - ფო­ტო­ებ­ზე, რო­მელ­საც "დე­ი­ლი მე­ი­ლი" ავ­რცე­ლებს, ჩანს, რომ ვარ­სკვლა­ვის მე­ზობ­ლად სახ­ლე­ბი დამ­წვა­რია, მისი ქო­ნე­ბა კი ოდ­ნა­ვაც არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

 

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 66-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო 630 ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

ტყის ხან­ძა­რი ჩრდი­ლო­ეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­სულ ხუთ­შა­ბათს გაჩ­ნდა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის ფარ­თო­ბი 52 ათას ჰექ­ტარს შე­ად­გენს. ხან­ძრის შე­დე­გად 8 ათა­სამ­დე ნა­გე­ბო­ბაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ეს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ხან­ძა­რია.

 

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 1287 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2018