ამ გვერდის ამობედვა

არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა თით­ქმის აღ­მო­ფხვრეს

, მა­ინც რჩე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ცთუ ისე უსაფრ­თხოა.

ერთ-ერთ კვლე­ვის თა­ნახ­მად, ასე­თი 187 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა.

ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Globehunters-მა მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის მო­ამ­ზა­და იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბას მოგ­ზა­უ­რებს არ ურ­ჩევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა Daily Mail-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თებ­ლად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ მა­შინ, როცა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­ი­ტყობთ. Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 842 000 ადა­მი­ა­ნი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბით, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბი­თა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე დი­ა­რე­ით იღუ­პე­ბა

ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი და სუს­ტად და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი, ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის ქო­ლე­რა, A ჰე­პა­ტი­ტი, დი­ზენ­ტე­რია, ტიფი და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი.

ambebi.ge


 
 
წაკითხვა 5545 ჯერ