კომპანია „სანტექ.სერვისი“ უკვე აჭარის რეგიონსაც მოემსახურება

ჩვენთვის ყველაფერი მარტივია“, - ეს იმ კომპანიის სლოგანია, რომელიც წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და გათბობის სისტემების გამართულ მუშაობას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპანიის მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

 

კომპანია "სანტექ.სერვისი" მომხმარებელს ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებას სთავაზობს თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ბათუმის, ქობულეთის,  როგორც მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ქალაქებში და მის შემოგარენში  მოქმედ ორგანიზაციებს, ოპერატიულად და ხარისხის გარანტიით.

 

„სანტექ.სერვისის“ შესახებ უფრო დაწვრილებით Firstnews.ge კომპანიის დირექტორს - ზვიად სამუშიას ესაუბრა.

 

- როდის დაარსდა კომპანია? რა ეტაპები გაიარეთ დაარსებიდან დღემდე?

- კომპანია „სანტექ.სერვისი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიის შექმნის მიზანი იყო მომხმარებელს მიეღო სწრაფი, ხარისხიანი 24 საათიანი სანტექნიკური მომსახურება, რაც თავის მხრივ კომპანიამ პირველივე დღიდან შეძლო და დღემდე ინარჩუნებს. ეს ფაქტი მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს. ,,სანტექ.სერვისის" ტექნიკური ჯგუფები დაკომპლექტებულია კვალიფიციური ხელოსნებითა და ინჟინერთა ძლიერი გუნდით, ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო სპეც. ტექნიკითა და აპარატურით, რისი საშუალებითაც დამატებითი სერვისების შეთავაზება შეძლო კომპანიამ მომხმარებლისთვის 6 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზარდა როგორც კომპანია, ასევე ,,სანტექ.სერვისის" მომხმარებლების რაოდენობა, მომსახურების არეალი და დასაქმებულთა რიცხვი.

 

- კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

- მომხმარებელს ვთავაზობთ: წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და გათბობის სისტემების დიაგნოსტიკას დიაგნოსტიკური ლაბორატორიის საშუალებით, რომელიც კომპანიამ ახლახანს შეიძინა და მომხმარებლებს უკვე დამატებით სერვისებს სთავაზობს. მაგალითად, როგორიცაა მილების დათვალიერება ვიდეოთვალით, წყალმომარაგების ან კანალიზაციის მილების ფარული დაზიანების მოძებნას, როგორც კედელში ან იატაკზე, ასევე ეზოს ან ქუჩის ტერიტორიაზე, მილის მიმართულების დადგენას და ა.შ. დაზიანებული მილების შეკეთებას, კანალიზაციის მილების გარეცხვას წყლის ჭავლით, სპეც.ტექნიკის საშუალებით, სარდაფებისა და ჭების ამოტუმბვას სპეც. ტექნიკის საშუალებით. რა თქმა უნდა, ,,სანტექ.სერვისის" ყველა სერვისი მომხმარებლისთვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.

 

- რაიმე სახის აქციები თუ გაქვთ?

- მომსახურების სხვადასხვა პაკეტები გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს, როგორც ერთჯერადი, ასევე სააბონენტო მომსახურებით. ერთჯერადად მოსარგებლე მომხმარებელს საჩუქრად ვთავაზობთ ფასდაკლების ბარათს, რომლის საშუალებითაც გამოძახების დროს ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო სააბონენტო მომხმარებლებს ვთავაზობთ 24 საათიან ულიმიტო მომსახურებას, იურიდიულ პირებს მინიმალური ფასებით, მაგალითად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ყოველთვიური საფასური 80-დან 150 ლარამდეა. რესტორნების, სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის დაწესებულებების მომსახურების ღირებულება 150-დან 250 ლარამდეა.

კომპანია ,,სანტექ.სერვისის" ერთ-ერთი პროდუქტია ,,ამხანაგობის ბარათი", რომელიც პირველი ოქტომბრიდან აქციაში ჩაეშვება. კომპანია ახალ მომხმარებელს, ურთიერთობის დაწყებისთვის, ყველაზე მეგობრულ და ლოიალურ პირობებს სთავაზობს. „ამხანაგობის ბარათის" მფლობელი ორგანიზაციები ერთჯერადი გადახდით 3 თვის განმავლობაში ულიმიტო 24 საათიან მომსახურებას მინიმალურ ფასად მიიღებენ  (მაგალითად: რესტორნები-300 ლარი, კაფე-ბარები-200 ლარი, მარკეტები-150 ლარი, სილამაზის სალონები და სწრაფი კვების ობიექტები-200 ლარი).

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- კომპანია ,,სანტექ.სერვისის" ფილიალი  პირველ ოქტომბერს ქ. ბათუმში იხსნება, რომელიც მოემსახურება როგორც ბათუმის მოსახლეობას, ქალაქში არსებულ ორგანიზაციებს, ასევე ჩაქვის, ქობულეთის, ციხისძირის, კვარიათის, გონიოს და სარფის ტერიტორიებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმის ფილიალიც მომხმარებელს ყველა იმ სერვისს შესთავაზებს,  რასაც თბილისის სათაო ოფისი სთავაზობს. ასევე 2019 წლის დასაწყისში იგეგმება ფილიალის გახსნა ქ. ქუთაისში, რომელიც მოემსახურება ქვემო იმერეთის მოსახლეობას და ორგანიზაციებს.

 

- რით განსხვავდებით სხვა კომპანიებისგან, რატომ უნდა აგირჩიოთ მომხმარებელმა თქვენ?

- კომპანია ,,სანტექ.სერვისი" არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მომხმარებლის კომფორტისთვის და მაქსიმალურად ითვალისწინებს დამკვეთის ინტერესებს. კომპანიამ 2017 წლის განმავლობაში დანერგა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ევროპელმა აუდიტებმა მაღალი ქულებით შეაფასეს და ISO 9001-2015 საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭეს. კომპანია ,,სანტექ.სერვისი"- ესაა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სახლიდან გაუსვლელად, ცხელი ხაზის (0 322 45 45 46) ან სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთოს შეკვეთა და 24 საათის განმავლობაში მიიღოს კომპანიის ყველა სერვისი.

ჩვენ გვენდობიან ისეთ კომპანიები როგორიცაა ტოიოტა, ამბასადორი, მაკდონალდსი, თეგეტა, აზატო და ბევრი სხვა ბრენდული  კომპანიები. კომპანია ,,სანტექ.სერვისი"-ს მომსახურება დარწმუნებული ვართ ნებისმიერი მომხმარებლისთვის კომფორტული იქნება.

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 5289 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.