ამ გვერდის ამობედვა

Wizz Air საქართველოს ბაზრიდან გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ავიაკომპანია Wizz Air პასუხობს Hub Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, მისი საქართველოს ბაზრიდან გასვლის ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა. 
 
"Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. მისი თქმით, კომპანიას ზამთრის ფრენებს არ უმტკიცებდნენ, თუმცა ეს პროცესი არჩევნების შემდეგ გადაიდო.
 
წაკითხვა 306 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 27 2018