საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში ყველი პირველ ადგილზეა

საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში, მთავარი პროდუქტი ყველია - წერს Georgiandairy-ი  ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
 
2018 წელს ამ პროდუქტის ექსპორტი 200 ათასი ლარით გაიზარდა. 
 
2017 წელს ყველის ექსპორტმა დაახლოებით 500,000 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი  770,000 ლარამდე გაიზარდა. ექსპორტირებული ყველის FOB ფასმა საშუალოდ კილოგრამზე 23.80 ლარი შეადგინა. აღნიშნულია 8%-იანი მატება 2017 წელთან შედარებით.
 
საქართველოდან ყველი ძირითადად აშშ-ში გადის.
 
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი აშშ დოლარში 2%-ით გაიზარდა და 64.4 მილიონს გაუტოლდა.
წაკითხვა 308 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.