მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლები Bloomberg Businessweek-ის მიხედვით

ამერიკული გამოცემა Bloomberg Businessweek საუკეთესო ბიზნესის სკოლების სიას აქვეყნებს.
Businessweek-მა 3,700-მდე ისეთი დამსაქმებელი გამოკითხა, ვინც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებულებს ეძებს ასაყვანად.
გამოკითხულებს საუკეთესო ბიზნესის სკოლების დალაგება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით სთხოვეს.
ინოვაციურობით და კრეატიულობით, გამოკითხულმა დამსაქმებლებმა შემდეგი ხუთი სკოლა გამოარჩიეს:
1.სტენფორდი
2.იელი
3.ჯორჯტაუნი
4.კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
5.კარნეგი მელონი
მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ყველაზე კარგი შედეგი იელის უნივერსიტეტმა აჩვენა:
1.იელი
2.კარნეგი მელონი
3.INSEAD - ადმინისტრაციულ საქმეთა ევროპული ინსტიტუტი
4.IESE - ნავარას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
5.IMD - მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი
გამოკითხულები თვლიან, საუკეთესო მომზადება სტუდენტებმა შემდეგ ბიზნესის სკოლებში გაიარეს:
1.მერიოტის ბიზნესის სკოლა - ბრიგემ იანგის უნივერსიტეტი
2.მაკ-დონას ბიზნესის სკოლა - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
3.ტეპერის ბიზნესის სკოლა - კარნეგი მელონი
4.კენან-ფლეიგლერის სკოლა - ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტი
5.იელის უნივერსიტეტი
ყველაზე მეტად, გამოკითხული დამსაქმებლების აზრით სტენფორდის ბიზნესის სკოლის ბრენდი ყველაზე მეტად ფასობს. მას შემდეგი სკოლები მოსდევენ:
`1.სტენფორდი
2.ჰარვარდი
3.ვორტონის ბიზნესის სკოლა - პენსილვანიის უნივერსიტეტი
4.მაკ-დონას ბიზნესის სკოლა - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
5.სლოუნის ბიზნესის სკოლა - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი
გამოკითხულები თვლიან, რომ ამ სკოლებს ყველაზე კარგი რეპუტაცია აქვთ ანტრეპრენული უნარების განვითარებაში:
1.სტენფორდი
2.ფოსტერის ბიზნესის სკოლა - ვაშინგტონის უნივერსიტეტი
3.ჰაასის ბიზნესის სკოლა - კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
4.მაკ-დონას ბიზნესის სკოლა - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
5.ჯონსის ბიზნესის სკოლა - რაისის უნივერსიტეტი
 
განსაკუთრებით გამორჩეულ ანტრეპრენულ უნარებს კი შემდეგი სკოლების ბიზნესის პროგრამის კურსდამთავრებულები ავლენენ:
1.სტენფორდი
2.ჰაასის ბიზნესის სკოლა - კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
3.ტეპერის ბიზნესის სკოლა - კარნეგი მელონი
4.მაკ-დონას ბიზნესის სკოლა - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
5.ფოსტერის ბიზნესის სკოლა - ვაშინგტონის უნივერსიტეტი
tabula.ge
წაკითხვა 200 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.