ვინ აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

პი­რებ­მა, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 ათა­სი­დან 60 ათას ლა­რამ­დეა,

შე­საძ­ლოა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი აღარ გა­და­ი­ხა­დონ. ამის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­დგე­ნი­ლია.

 

სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლია. კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის ზღვა­რი 40 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე აი­წე­ვა.

 

რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყო­ფის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, რო­მელ­თაც ცხოვ­რე­ბა გა­უძ­ვირ­დათ და ამა­ვე დროს უწევ­დათ ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და, რად­გან მათი შე­მო­სა­ვა­ლი უც­ვლე­ლი დარ­ჩა ან მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და და წე­ლი­წად­ში 40 ათას ლარ­ზე მეტს და 60 ათას ლარ­ზე ნაკ­ლებს შე­ად­გენს.

 

„კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 40 ათას ლარ­ზე მეტს და 60 ათას ლარ­ზე ნაკ­ლებს, აღარ და­ი­ბეგ­რე­ბი­ან ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დით. ის ზღვა­რი (40 ათა­სი ლარი), რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გა­იზ­რდე­ბა 60 ათას ლა­რამ­დე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შე­უმ­ცირ­დეთ სამ­თავ­რო­ბო ბე­გა­რა და ამით და­ა­ბა­ლან­სონ ის ზა­რა­ლი, რა­საც ნა­ხუ­ლო­ბენ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რით, გაზ­რდი­ლი სა­წარ­მოო ფა­სე­ბით და მა­ღა­ლი ინფლა­ცი­ით. 

 

ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. იგი მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, პროექტს გავლენა ექნება ნაერთ ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 25 მლნ ლარი, ხოლო სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადმა, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, შეადგინა 23.2 მლნ ლარი.

 

ვინაიდან, არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ლარია 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლიანი ოჯახების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი, ამიტომ, შეიძლება გარკვეული დაშვებების გაკეთება.

 

დაშვება N1: კანონპროექტი ვერ მოახდენს 48.2 მლნ ლარზე მეტის დანაკლისის შეტანას ბიუჯეტში;

 

დაშვება N2: ვინაიდან, 40-დან 60 ათასამდე შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა შეადგენს 22.3 ათასი ადამიანს, ხოლო 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსვლის მქონე პირების რაოდენობა არის 45.5 ათასი ადამიანი (შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად), 40-დან 60 ათას ლარამდე ადამიანები შეადგენენ 49%-ს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებისას.

 

თუ დავუშვებთ, რომ იგივენაირი გადანაწილებაა შინამეურნეობების შემოსავლებში და მათ მიერ გადახდილ ქონების გადასახადში, მაშინ ზემოთხსენებული 48.2 მლნ ლარის 49% იქნება 23.7 მლნ ლარი. ეს კი შეგვიძლია განვიხილოთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მოსალოდნელ დანაკლისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

 

.bpn.ge

წაკითხვა 405 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.