ქუთაისის მერიამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 8000 კვ.მ. მიწის ფართობი გადასცა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ქუთაისის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე გიგა შუშანიას კომენტარს მოჰყვა. მან არქიტექტურის სამსახურის ახალი ააიპის შექმნას გააპროტესტა.

 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თქმით, ეს ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის. ოპოზიციონერ დეპუტატს ქალაქის მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, გიგა შუშანია მისი წარსულიდან გამომდინარე მიჩვეულია სხვის ჯიბეებში ქექვას, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის პროტესტი მოჰყვა.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დაგვიანებაც გააპროტესტა. დღეს საკრებულომ უნივერსიტეტს დამატებით 8000 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი გადასცა, სადაც ტექნიკურმა უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ბეტონის ქარხანა მდებარეობს. მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტს პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.

 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ეს კანონდარღვევით მოხდა, რადგან ამ ადგილზე ბეტონის ქარხანა ტერიტორიის გადაცემამდე დაიდგა.

 

გიორგი ჭიღვარიას თქმით, 15 მაისისთვის დასრულდება პირველი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 7-სართულიანი იქნება.

 

"რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების გაწელილ პროცესს, ამის მიზეზი ისაა, რომ დაიდო ხელშეკრულება მიუნხენის უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც მოგვიწია პროექტის გადაკეთება. მიმდინარეობს სამუშაოები, ყველაფერი ხარისხიანი იქნება. სტუდენტებს პირველად 2020 წელს მივიღებთ", - განმარტა გიორგი ჭიღვარიამ.

imedinews.ge

წაკითხვა 185 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 27 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.