სამინისტრომ სოცმუშაკთა პრობლემების მოგვარების 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

გაფიცული სოციალურ მუშაკების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა ცნობილია.

ის ოთხ პუნქტს მოიცავს. პირველი პუნქტი სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას გულისხმობს.

მეორე პუნქტი უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერებას, მესამე პუნქტი ტექნიკური ხელშეწყობას, მეოთხე პუნქტი კი პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. 

დავით სერგეენკომ მოუწოდა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს გააგრძელონ მუშაობა სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული სამოქმედო გეგმის დასახვეწად და განსახორციელებლად.

გეგმის პირველი პუნქტი  „სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“ გულისხმობს. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები  უკვე განტვირთულნი არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და  ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.

მეორე პუნქტი „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება“-ს გულისხმობს, უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა. 

მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განვალობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა. 
გარდა ამისა, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იუსრიტების დამატება. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. 

ყოველ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და გადაიხედება  მათი სახელფასო განაკვეთის ზრდაც, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“.

imedinews,ge

წაკითხვა 228 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.