საქართველო თხილის სიძვირით რეგიონში მეორეა

2019 წლის მარტში საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო.

 

გამოცემა  East fruit-ის ცნობით, თხილის საბითუმო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან თებერვალში თხილი რეგიონში საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო და 1 კილოგრამის ფასი 2,50 დოლარს შეადგენდა.

ერთი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც მანამდე, თხილეული (კაკალი, თხილი, მიწისთხილი და ა.შ) ყველაზე ძვირი რუსეთში იყო, სადაც 1 კგ პროდუქტის საშუალო ფასი 8, 33 დოლარს შეადგენდა.

East fruit-ის კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტის ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც თხილის ღირებულებამ 3,76 დოლარი შეადგინა.

თხილი ყველაზე ძვირი ტაჯიკეთში იყო, სადაც მისმა ღირებულებამ 10 დოლარს გადააჭარბა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 2017 წლის მაჩვენებელთან 30%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით - 68%-ით შემცირდა.

imedinews.ge

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.