ფრაქცია „კონსერვატორები“ კანაფის პროდუქტების წარმოებას და ექსპორტს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ფრაქცია "კონსერვატორები" საქართველოში კანაფის პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტზე გატანას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ვაკუუმი დატოვა და ადამიანები ნებისმიერ ადგილას მარიხუანას მოიხმარენ, ამ ფონზე კი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ადეკვატურია და განწყობას ვეთანხმები, რომ ადამიანს უფლება არ უნდა ჰქონდეს, ნარკოტიკი მოიხმაროს. მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომელთაც პასუხისმგებლობა აქვთ სხვის სიცოცხლეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სერიებმა ამ რეალობამდე მიგვიყვანა. რაც შეეხება კანაფის პროდუქტების წარმოებას, მხარს არ დავუჭერთ იმას, რომ საქართველოში ნარკოტიკების პლანტაციები იყოს გაშენებული. სამწუხაროდ, ეს რეალობა დადგა და ამას არ ვეთანხმებით. საქართველოში ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ბუკიამ.

11 სექტემბერს, შსს-ში განმარტეს, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

შს მინისტრმა განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

"კონსერვატორები" კანაფის მომხმარებასთან და ამ მიმართულებით ლიბერალური მიდგომების შემოღებასთან დაკავშირებით მუდმივად უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ. მათი განცხადებით, ისინი მხარს ისეთ კანონს დაუჭერენ, რომლითაც შემცირდება ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და ამავე დროს შემცირდება ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

წყარო:imedinews.ge

წაკითხვა 391 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.