"თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ"
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია.
მისი თქმით, თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ექნება ადგილი, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენ დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ, ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. თუ დარღვევები იქნება, ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი შეზღუდვებს არღვევს, სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმა და საქმიანობა შევუჩეროთ“, - აღნიშნა თურნავამ.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"