მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება. 2021 წლიდან ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა ოთხ პროცენტს მიაღწევს. 2022 წელს კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით გაიზრდება.

გამოცემის მიხედვით, COVID-19–ის პანდემიამ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ართულებს სოციალური უკმაყოფილება და კონფლიქტი.

 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წლის შუა პერიოდში სტაბილიზაციის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მეოთხე კვარტალში და მთავრობები აიძულა შეენარჩუნებინათ ან ხელახლა შემოეღოთ შემარბილებელი ღონისძიებები. შეფასების მიხედვით, რეგიონული მშპ გასულ წელს 2.9%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნა ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში გაჩნდა გაცილებით ღრმა ვარდნის მოლოდინი ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.

 

პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძლიერი სავაჭრო ან ფინანსური კავშირები ჰქონდათ ევროზონასთან და რომლებიც მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი სერვისებზე და ტურიზმზე.

წაკითხვა 869 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.