საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 189.5 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით გაიზარდა და 192.5 ლარზე დაფიქსირდა.

 

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.5 ლარს შეადგენს.

 

მიმდინარე წლიდან, ახალი სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

 

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

წაკითხვა 698 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.