„ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით უკან დავხიოთ ქვეყანა"

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც მოიტანა მშვიდობა, ევოლუციური განვითარება და პროგრესი - ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით ათეული წლებით უკან გადავაგდოთ ქვეყანა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გეგმების შეფასებას ეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციაში არის ძალიან მკვეთრად გამოხატული, რადიკალური, დესტრუქციული დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა.

 

„ეს გზა მათთვის არის იმედი, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც პანდემიით და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და დავუშვათ, მოუწოდონ მოქალაქეებს ამბოხისკენ, ქუჩის აქციების გზისკენ. ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი, დესტაბილიზაცია ამ მძიმე ვითარებაში იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და არაერთხელ აღინიშნა მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ამას, უბრალოდ, არ დავუშვებთ - მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჩვენი იმედი ამ ნაწილშიც, რომ მშვიდობიანი, ევოლუციური გზიდან არავითარი გადახვევა არ იქნება," - განაცხადა ნათია თურნავამ

წაკითხვა 647 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.