ბიტკოინმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი გადალახა
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის ფასმა თბილისის დროით 16:32 საათზე, პირველად არსებობის განმავლობაში გადალხა 50 000-დოლარიანი ნიშნული. ამის შესახებ მოწმობს ბირჟა coindesk-ის მონაცემები.
იმ მომენტისთვის ერთი კრიპტოვალუტის ფასმა 50,645 დოლარი შეადგინა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. შედეგად კი ბიტკოინმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა.
უკვე 16:46 საათისთვის კი მან ზრდა შეანელა.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 40 000-დოლარიანი ნიშული მიმდინარე წელს, 8 იანვარს გადალახა, ხოლო 30 000-დოლარიანი ნიშნული გასული წლის დეკემბერში.
ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილისთვის
- ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება
- "ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა"
- "კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
- "ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს"