ბიტკოინის ღირებულებამ $60 000-ს გადააჭარბა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 60 000 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და მორიგ რეკორდს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ღირებულება ამ დროისათვის 61 222 აშშ დოლარს აღწევს. 

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე იანვრის დასაწყისში, როდესაც ბიტკოინის ფასი 27 734 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ბიტკოინის ღირებულების რეკორდულ ზრდას ბირჟის ანალიტიკოსები კომპანია Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას უკავშირებდნენ.

 

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

 

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

წაკითხვა 402 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.