გაიაფდება თუ არა ფქვილი?

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფქვილის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კოვიდ სიტუაცია მსოფლიოში. 

 

„დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე ჩამოვიდა. ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა დაუახლოვდება თუ არა სამიზნე ფასს 53 ლარს, ანუ ნიშნულს, რომლის შემდეგაც ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება, არ ვიცით", - აცხადებს სილაგავა.

 

ამასთან, ლარის გამყარება და უკრაინასა და რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი, შესაძლოა, საქართველოში ფქვილის გაიაფების მიზეზი გახდეს. 

წაკითხვა 381 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.