ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება

გასული კვირის 7-9%-იანი ვარდნის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გასული დღის სავაჭრო სესიის შედეგად  2%-ით გაიზარდა.

 

Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის  ფიუჩერსების ფასი 1.84%–ით გაიზარდა და ბარელზე 65.64 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.8%–ით არის მომატებული და ბარელზე 66.35  აშშ დოლარს უტოლდება. 

 

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი 1.82% გაიზარდა და ბარელზე 63.24 აშშ დოლარად ბარდება.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, ბაზარზე ნავთობის ფასებზე გავლენას მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამებისა და ახალი ტალღების საშიშროება ახდენს. ექსპერტები შიშობენ, რომ ახალი შეზღუდვების შემოღება შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის საწვავზე მოთხოვნას.

წაკითხვა 367 ჯერ

სიახლეები