April 26, 2024

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ვალის აღება - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა.

 

სამინისტრო მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხზე უარის თქმის საფუძველს განმარტავენ და აცხადებენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც იძლევა საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი. 

 

"საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში არაერთი სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა.

 

საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

 

ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

 

რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.

 

როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე - არის უსაფუძვლო," - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 332 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.