დღეიდან პროგრამას "აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებები დაემატა

დღეიდან, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა 60-მდე ბიზნეს - მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.

 

პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ერთდროულად მიიღონ, სესხის პროცენტის თანადაფინანსება, 60%-მდე თანაგარანტირება ბანკში და გრანტი, რომელიც სესხის 15 პროცენტის ოდენობით გაიცემა.

 

დღეიდან ასევე ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ.

 

საერთო ჯამში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ოთხი ახალი კომპონენტი დაემატა:

 

სახელმწიფო პროგრამა "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

 

ბიზნეს უნივერსალი - პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას.

 

ბიზნეს ექსპორტი - პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას. ამავდროულად მეწარმე უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც.

 

აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება - პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამივე კომპონენტით, კერძოდ, სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სესხის უზრუნველყოფით და გრანტით.

წაკითხვა 345 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.