გსურთ იცოდეთ თქვენი ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზი? 

დღესდღეობით საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ორგანიზაცია კონკურენციისა და გამოწვევების წინაშეა.

ნებისმიერი ორგანიზაციისათვის კი მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატების მიღწევაა.  მის მისაღწევად კი კომპანიის თანამშრომლებს უამრავ პრობლემასთან უწევთ გამკლავება, თუმცა ბევრი უარყოფითი მხარე ისევ "ფარდის მიღმა" რჩება.ჩნდება ბევრი მოუგვარებელი საკითხი, თანამშრომლის უკმაყოფილება, სუსტი მხარეების მიჩქმალვა, ამას ემატება მედია საშუალებებით გავრცელებული არაერთი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციას რეპუტაციას ულახავს... ამ ყველაერს კი კომპანია განადგურებამდე მიჰყავს და სამომავლო პერსპექტივების იმედებს სრულიად უკლავს. 

 

გსურთ იცოდეთ თქვენი ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზი? 

 


ორგანიზაცია "გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის" იწყებს პროექტს – "თანამშრომლების დამოკიდებულების კვლევა" და  საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებს  გიწვევთ პროექტში ჩასართავად.

 


"გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული ქართული ორგანიზაცია ოპერირენდეს ბაზარზე. ორგანიზაციის გუნდი 2017 წლიდან სოციალური კვლევების მიმართლებით მუშაობს.

 


ორგანიზაცია გთავაზობთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა – რატომ ტოვებენ თანამშრომლები თქვენს კომპანიას, რა არის ის ძლიერი და სუსტი მხარე, რომლის განვითარებაც სასურველი შედეგების მომტანი იქნება.კვლევის ჩატარების შემთხვევაში პასუხები გაეცემა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორგანიზაციის კულტურის შეფასება, თანამშრომლების განწყობა და მათი დამოკიდებულების შეფასება დამსაქმებელი ორგანიზაციის მიმართ, ასევე კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, რომელსაც მასში ჩართული პერსონალი ხედავს.კვლევის მიზანია: გაყიდვების მოცულობის ზრდა, კადრების დენადობის შემცირება,  შრომის ოპტიმალური პირობების შექმნის ხელშეწყობა, სტრესის თავიდან აცილება, კომპანიის წარამტების ზრდა სოციალური პასუხიმგებლობის გზით, ორგანიზაციის პირდაპირი ზრდა და ბენჩმარკინგის შედეგების მიღება ბაზრის სეგმენტის მიხედვით.  

 

კვლევა მთლიანად იქნება დამკვეთი ორგანიზაციის საკუთრება.

 

ორგანიზაცია  გთავაზობთ სამ არჩევანს:

1.       მცირე კვლევა 100 თანამშრომელი - 1500 ლარი

2.       საშუალო კვლევა 200 თანამშრომელი - 2000 ლარი

3.       რეგიონალური კვლევა 250 თანამშრომელი (თბილისი და რეგიონების ჩათვლით)  - 3000 ლარი



კვლევა ჩატარდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით როგორც მონაწილე ინდივიდების ასევე ორგანიზაციისთვის. გამოყენებული იქნება პირდაპირი ინტერიუს მეთოდს, 35 კითხვიანი კითხვარის საშუალებით თქვენს მიერ შერჩეულ ფილიალში ან დეპარტამენტში. მოხდება კითხვარების აღრიცხვა მხოლოდ ასაკის, სქესის, განათლების, დეპარტამენტის, მუშაობის საერთო წლებისა და  რეგიონის მიხედვით. მონაცემების დამუშავებისას გამოყენებული იქნება SPSS-ს და კვლევის შედგებს მოგაწვდიან ქართულ და ინგლისურ ენაზე.


მთლიანი პროექტის ფარგლებში მოხდება მიღებული შედეგების განხილვა-პრეზენტაცია, მასში ჩართული დაინტერესებული მხარეების მონაწილებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ა(ა)იპ "გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის"

Unite for Healthcare and Education - U4HcEm: +995 595 857351

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

https://www.facebook.com/U4HcE.org/

წაკითხვა 279 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 30 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.