ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

ბათუმში ბულვარში წარმოდგენილია საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები. 

ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.

ღონისძიება ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“- ს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის „სენი“ და ალიანს ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.

imedinews.ge

წაკითხვა 48 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.