PMCG: თბილისში სასტუმროების ფასი 4,2 %-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა.

 

PMCG- ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში სასტუმროს ფასების ზრდა, შესაძლოა გარკვეულწილად ავხსნათ გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები - 32.6%-ით;

თბილისში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3* სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 50-150 ლარის დიაპაზონშია, 4* სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 150-300 ლარის დიაპაზონში, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 0-150 ლარის დიაპაზონში

2019 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 227 ლარი.

აღსანიშნავია, რომ როგორც 3*, ასევე 4* სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი ფასები 2019 წლის იანვრის თვიდან მცხეთა-მთიანეთში ფიქსირდება.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 486 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 599 ლარი შეადგინა, აჭარაში - 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 385 ლარი, ხოლო კახეთში - 355 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 73 ლარი შეადგინა.

2019 წლის მარტში, 3*-იან სასტუმროებს შორის, თბილისში მინიმალური ფასი 48 ლარი დაფიქსირდა, მაქსიმალური - 350 ლარი. 4* სასტუმროთა შორის მინიმალური და მაქსიმალური ფასების განაწილება შემდეგნაირი იყო - 85 და 620 ლარი, 5* - შესაბამისად, 390 და 818 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროებში - 18 და 300 ლარი.

imedinews.ge

წაკითხვა 68 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.