სამ თვეში სამინისტროებმა 27 მილიონზე მეტი ლარის ეკონომია გასწიეს

2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 27 მილიონზე მეტი ლარის ეკონომია გასწიეს.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ასეთია სამინისტროებისა და მათი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების სამ თვეში გამოცხადებული ტენდერების შედეგი.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზოგა - 14 290 834 ლარი. 

4 მილიონ 377 ათას ლარამდე ეკონომია გააკეთა განათლების სამინისტრომ; ტენდერების შედეგად 3 მილიონზე მეტი დაზოგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო ადგილზე კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელმაც ფაროსანის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებში ჯამში 1 270 886 ლარი დაზოგა.

imedinews.ge

წაკითხვა 127 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.