საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს საქართველოს, საქართველოსთან ფრენების გაუქმებისა და ქართული ღვინის კომპანიების ღვინის იმპორტის შეჩერებით რუსეთში.

 

იმისდა მიუხედავად, რომ ზემოთ აღნიშნულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე ექნება შეზღუდული გავლენა, ის მაინც მიაყენებს ზარალს ბიზნესებს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ექსკლუზიურად რუს ტურისტებსა და რუსულ ბაზარზე. ICC-Georgia-მ მოახდინა რესურსების მობილიზება ისევე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა შევამსუბუქოთ მოცემული სანქციების ზარალი ქართულ ბიზნესებზე.

 

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს და დაეხმარება საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციას, რათა ვუზრუნველყოთ სწრაფი რეაგირება და გავუწიოთ ზედამხედველობა მიმდინარე პროცესებს, ამასთანავე დავეხმაროთ ქართულ ღვინის მწარმოებლებს, იპოვონ ახალი მარკეტი ღვინის გასატანად, რისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს 130 ქვეყანაში.

 

ICC-Georgia გამოთქვამს წუხილს 20 ივნისს მომხდართან დაკავშირებით, ღამე, როდესაც 220-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ICC-Georgia მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი აქციები ეს არის ჯანსაღი დემოკრატიის გამოხატულება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ პროტესტების გაგრძელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბიზნესებს და ეკონომიკას და დააზარალებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს.

 

ICC-Georgia მოვუწოდებთ მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას რომ დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნებს გაეცეთ პასუხი. ქუჩებში აქციების გაგრძელებამ შეიძლება რუსეთის სანქციებზე უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი ეკონომიკა,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

წაკითხვა 117 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 27 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.