საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარებელს ვაფრთხილებთ, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს.

ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა.

 

ბოლო პერიოდში ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი ყალბი ექაუნთი ვრცელდება, რომელიც დანაზოგის შემოწმებას გთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.

 

„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარებელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ, რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს“, – განაცხადა კოტრიკაძემ.

წაკითხვა 270 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.